вторник, 11 ноября 2008 г.

“მწვანე აფთიაქი“



“თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა

ოღონდ ეწამლონ სნეულთა“
ვაჟა-ფშაველ




1. პროექტის სახელი:
“მწვანე აფთიაქი“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: საქართველოს სამკურნალო მცენარეთა გაცნობა და
გამოყენება. სამკურნალო მცენარეების შეგროვების, შენახვის და წამლის დამზადების წესები.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეები მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოში
არსებული სამკურნალო მცენარეების შესახებ. გამოიკვლევენ მათ ადგილმდებარეობას. გაეცნობიან
მათი დაკრეფის , შენახვის და დამზადების წესებს. მოახდენენ შედარებებს ქიმიურ წამლებსა და
მცენარეულ წამლებს შორის. შეისწავლიან მცენარეების ბიოლოგიურ აღწერილობას. მოახდენენ სახელთა ეტიმოლოგიურ კვლევას გაეცნობიან მათი გავრცელების გეოგრაფიულ არეალს.
ისწავლიან სასარგებლო და სარეველა მცენარეების გარჩევას. მოიპოვებენ და გამოაქვეყნებენ უკვე ცნობილ და გავრცელებულ და ჯერ კიდევ უცნობ სახალხო სამკურნალო რეცეპტებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12 წლიდან-18 წლამდე. VII-XII კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4 - 5 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება ბიბლიოთეკის და
ინტერნეტის საშუალებით, სამკურნალო მცენარეების ბიოლოგიური აღწერა, დახატვა, დაქარგვა და ფოტოების გადაღება.
სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმის გაკეთება. სამკურნალო რეცეპტების შეგროვება და
გამოქვეყნება. ინტერვიუს აღება ფიტოფატოლოგთან.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი, სადაც
გამოქვეყნდება სამკურნალო მცენარეების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია (ადგილმდებარეობა,
სარგებლიანობა, დამზადება, მკურნალობა). შესაძლებელია ბროშურის გამოცემა.

8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტი საშუალებას მისცემს მონაწილეებს და დაინტერესებულ მკითხველებს უკეთ გაიცნონ საქართველოს ფლორა. გაიგონ ყველაფერი სამკურნალო მცენარეების სარგებლობის შესახებ. ისწავლონ მცენარეების გარჩევა მათი ??????????? მიხედვით, შეგროვების დრო და წესები.
გაეცნონ უვნებელი წამლების დამზადებას ოჯახის პირობებში.

9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგიასთან
(კერძოდ ბოტანიკა), გეოგრაფიასთან, ქიმიასთან, შრომით ტექნოლოგიასთან, ხელოვნებასთან,
სახვით ხელოვნებასთან.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია სარიშვილი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: n.sarushvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ფორუმი„ საცდელი პროექტი “მწვანე აფთიაქი“
15. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://mcvaneaftiaqi.blogspot.com

7 комментариев:

maka комментирует...

ნათია მინდა გითხრა რომ კარგად გაართვი თავი ბლოგებზე მუშაობას, კარგად გაგიგია მასალა. ძალიან კარგი ნამუშევარია.

მაკა ღლონტი.

programa комментирует...

მე ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი“მწვანე აფთიაქი“. გისურვებთ წარმატებებს.

გიული დავითაძე

nini комментирует...

აღფრთოვანებული ვარ თქვენი პროექტით.
ნინო ძნელაძე

ხათუნა ძნელაძე комментирует...

ნათი
ძლიერი ჯამრთელობა მაქვს, მაგრამ მაინც შენ მოგაკითხავ, როცა ავად გავხდები
ხათუნა ძნელაძე ბათუმის №14 საჯარო

Bloger комментирует...

პროექტი ძალიან საინტერესოა
გისურვებთ წარმატებებს

marina комментирует...

ვარ სპეციალობით ბიოლოგი.ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი,ძალიან საინტერესოა და შემეცნებიდია.
მარინა არუთინოვი
98-საჯარო სკოლა

violeta комментирует...

საინტერესო პროექტია.ლამაზი ილუსტრაციები შეგირჩევია.გისურვებ წარმატებებს.
მე მსურს ჩავერთო შენს პროექტში
სამტრედია
ვიოლეტა ვეკუა